იორმუღანლოს თემში საბავშვო ბაღები გაიხსნება [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობა საბავშვო ბაღების გახსნას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ეს მათი შვილებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვების გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, უახლოეს პერიოდში უკვე გაიხსნება საბავშვო ბაღი დუზაგრამაში, იორმუღანლოში კი მიმადინარეობს ტერიტორიის შერჩევა, სადაც სოკარი საბავშვო ბაღს ააშენებს.

რაც შეეხება კაზლარს, გამგეობა ფიქრობს, საბავშო ბაღისთვის შენობა იქირაოს.

Leave a Reply