ნაგავსაყრელი ივრის ნაპირზე [Audio]

საგარეჯო, იორმუღანლოს თემი, მდინარე იორი… ერთი შეხედვითაც კარგად ჩანს, რომ ნაპირი დაბინძურებულია, პოლიეთილენის პარკებით ხეები ისეა „მორთული“, რომ საახალწლო ნაძვის ხე გეგონებათ.

საქონელი მდინარეში წყალს სვამს, სოფელ ბადიაურის მკვიდრი ორი მწყემსი იქვე ისვენებს და თან სადილს შეექცევა. ნაგავსაყრელზე ვეკითხებით, ამბობენ, რომ ეს პრობლემა მათაც აწუხებთ.
არასამთავრობო ორგამიზაციების წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეები გარემოს დანაგვიანებისთვის უნდა ჯარიმდებოდნენ. თუმცა, იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ნაგვის გატანა ვერ ხერხდება, კანონის აღსრულება შეუძლებელია.

როგორც ჩვენთან საუბარში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გზირიშვილმა აღნიშნა, იორმუღანლოს თემს სულ მალე ნაგავმზიდი რეგულარულად მოემსახურება.

Leave a Reply