თოკები ფრენბურთის ბადის ნაცვლად და ოცნება სპორტულ კარიერაზე…

duzagramis skola

როვლან კალანდაროვი და ელვინ ქარიმოვი დუზაგრამის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები არიან. ბავშვობიდან მეგობრობენ, ერთ კლასში სწავლობენ და თავისუფალ დროსაც ერთად ატარებენ.

ძალიან უყვართ ფრენბურთი და სპორტის გაკვეთილს მოუთმენლად ელოდებიან. როგორც თვითონ ამბობენ, ეს სახეობა სპორტის მასწავლებელმა ალი მუსტაფაევმა შეაყვარათ.
“ფრენბურთი ძალიან მიყვარს, ის ჩემთვის ყველაფერია. ბავშვობაში ფეხბურთით ვიყავი გატაცებული, მაგრამ მერვე კლასის შემდეგ, უკვე ამ სპორტით დავინტერესდი. გაკვეთილზე სკოლის “სტადიონზე” კლასელებთან ერთად ვთამაშობთ. თუ ცუდი ამინდია, მაგასაც ვერ ვახერხებთ. სპორტული დარბაზი რომ გვქონდეს, ამ სკოლაში უფრო მეტი წარმატებული ბავშვი იქნებოდა.”-ამბობს როვლან კალანდაროვი.

მისივე თქმით, მოედანი არც სოფელშია. ამიტომ ახალგაზრდებმა უფროსებთან ერთად გადაწყვიტეს საკუთარი ძალებით სპორტული მოედანი მოეწყოთ.
“ფრენბურთს, ჩვენთან ერთად, უფროსებიც თამაშობენ. ივრის ნაპირზე ერთობლივი ძალებით ადგილი გავასუფთავეთ. ორი ჯოხი ჩავურჭეთ, ზედ თოკი გავაბით და ისე ვთამაშობთ. თუ ქარი ან წვიმა არ არის, თითქმის ყოველდღე იქ ვართ. ძალიან გვინდა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც კარგი მოედანი გვქონდეს, სადაც ნორმალურად შევძლებთ თამაშს.”

სტატიის სრული ვერსია იხილეთ საიტზე speqtri.ge

Leave a Reply