რა პოტენციალი აქვს ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე

cxvris eqsportiსპეციალისტების შეფასებით ქართულ ცხვარს ევროკავშირის ბაზარზე შესვლის პერსპექტივა აქვს, თუმცა მანამდე საქართველომ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს. ქართული ცხვრის საექსპორტო პოტენციალის შესახებ ინფორმაცია იორმუღანლოს თემის მცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ცხვრის მოვლა ძვირი უჯდებათ, პირუტყვს კი დაბალი ფასი აქვს. ფიქრობენ, რომ თუკი ევროკავშირის ბაზარზე ცხვრის ექსპორტი მოხდება, მათი შრომაც სათანადოდ დაფასდება.

აიდამირ გაჯიევს 300 სული ცხვარი ჰყავს. ახლა მისი საქონელი იალღუჯაზეა,ზაფხულში კი მთაში გარეკავს. ერთი ცხვრის მოვლა ბარში 20 ლარი უჯდება,მთაში კი – შვიდ ლარამდე. თითო ცხვარს დაახლოებით 100 ლარად ჰყიდის, თუმცა მყიდველი არცთუ ისე ბევრია.
„ადრე საზღვარგარეთ გაჰყავდათ – თურქეთში და არაბეთში, შემოსავალიც კარგი გვქონდა. კაი ხანია აკრძალეს, არ ვიცი რატომ. არადა, ქართულ ცხვარზე გემრიელი ხორცი, არც ერთი ჯიშის ცხვარს არ აქვს. საბოლოოდ, წვალების მეტი აღარაფერი გვრჩება.“

არსებულ პრობლემებზე იორმუღანლოს თემის სოფელ მუღანლოს მკვიდრი 42 წლის მახმად ნასიბოვიც საუბრობს. მან მეცხვარეობა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ფიქრობდა, რომ ეს შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროდ იქცეოდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა.

მეცხვარეთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად ასოციაციის წევრი ბექა გონაშვილი მიიჩნევს, რომ ცხვარს ევროპულ ბაზარზე გასვლის პოტენციალი ნამდვილად აქვს, თუმცა ჯერ რიგი საკითხებია მოსაგვარებელი.
„ჩასატარებელია იდენტიფიკაციის პროგრამა. უნდა შეიქმნას კეთილსაიმედო ვეტერინარული ფონი, რათა დაავადებებმა იკლოს, უნდა ხორციელდებოდეს კონტროლი ამ მიმართულებით. იდენტიფიცირება წლების განმავლობაში არ ხდებოდა, შესაბამისად, ვიღაცებისთვის ეს პროცესი ცოტა გაუგებარია. აღნიშნული საკითხების მოგვარებას რამდენიმე წელი დასჭირდება. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია ევროკავშირმა ჩვენგან ცოცხალი საქონელი მიიღოს.“

მატყლი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან პირველია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე გავიდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, მეცხოველეობის სხვა პროდუქტების ევროპულ ბაზარზე გასატანად, გარკვეული დამატებითი ღონისძიებებია ჩასატარებელი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ საიტზე speqtri.ge

Leave a Reply