ცხოვრების ჯანსაღი წესი [Video]

რა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, როგორ უნდა მოვიქცეთ იმისთვის, რომ უფრო ჯანმრთელები ვიყოთ?

ლამბალოს საჯარო სკოლის მოსწავლე, იასინ ოსმანოვი ამბობს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის მნიშვნელოვანია ვარჯიში და სწორი კვება. თვითონ სპორტდარბაზში არა, მაგრამ სახლში ყოველდღე ვარჯიშობს. მიაჩნია, რომ ვარჯიში გარდა იმისა, რომ წონის მატების საშუალებას არ აძლევს, ორგანიზმსაც ახალგაზრდობას დიდხანს უნარჩუნებს.

ვარჯიშთან ერთად სწორი კვებაც რომ მნიშვნელოვანია, ამის შესახებ სეიდასად მამედოვი და ბახრამ ჯეირანოვიც საუბრობენ.

დუზაგრამის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ამბობს, რომ ჯანმრთელობისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უარი თქვან ნარკოტიკებზე, სიგარეტზე და ბევრი ისეირნონ სუფთა ჰაერზე.

შსს-ს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა უარი უნდა თქვან ჯანმრთელობისთვის ისეთ მავნე ნივთიერებებზე, როგორიცაა სიგარეტი, ალკოჰოლი და ნარკოტიკი, რაც მნიშვნელოვანია არამარტო მათთვის, არამედ გარშემომყოფეწბისთვისაც.
მისივე თქმით, არ შეიძლება მძღოლი მანქანას მართავდეს ნარკოტიკული ან ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

ვიდეო მომზადებულია – პროექტის „მე შევცვლი ჩემს თემს“ მონაწილეების მიერ.

პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ორგანიზაცია ph international-ის „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში.