დაუთმე გზა [Video/Photo]

პროექტის ფარგლებში „მე შევცვლი ჩემს თემს“ ჯგუფის წევრებმა მოაწყეს იორმუღანლოს სკოლის წინ მოაწყეს აქცია „დაუთმე გზა“. მათ დახატეს პოსტერები სხვადასხვა მოწოდებით: იორმუღანლოში გვჭირდება საგზაო ნიშნები; დაუთმე გზა ფეხით მოსიარულეს და სხვა.

პროექტის მონაწილეების გარდა, აქციაში ჩართული იყვნენ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. ღონისძიებას ალამაზებდა უამრავი ფერადი ბუშტი, რომელიც დასასრულს ჰაერში გაუშვეს.

საგზაო უსაფრთხოების ფარგლებში პროექტის მონაწილეებმა მეორე აქცია ლამბალოში ჩაატარეს. ახალგაზრდებმა ლამბალოს საჯარო სკოლის წინ სახალისო ზებრა გადასასვლელი მოხატეს.
აღსანიშნავია, რომ იორმუღანლოს თემში არც ერთი საგზაო ნიშანი არ დგას, ამიტომ ეს აქცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

სკოლის დირექტორმა მადლობა გადაუხადა როგორც ბავშვებს, ისე პროექტის ორგანიზატორებს ამ აქტივობისთვის. მისი თქმით, კარგი იქნება, თუკი სხვა საგზაო ნიშნებიც დაიდგმება.

პოლიციელმა ბინალი თალიბოვმა აღნიშნა, რომ ასეთი ზებრა გადასასვლელი აუცილებელია, რომ ყველა სკოლის წინ მოეწყოს.

 

ვიდეო მომზადებულია – პროექტის „მე შევცვლი ჩემს თემს“ მონაწილეების მიერ.

პროექტს ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ორგანიზაცია ph international-ის „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში.