განათლების ხელმისაწვდომობა – რეალური პრობლემა კაზლარში

lambalos skola2 “ამხელა მანძილის გამო ჩემმა ზოგიერთმა მეგობარმა სწავლას თავიც კი დაანება. გაკვეთილები ცხრა საათზე იწყება და სახლიდან 8-ის ნახევარზე მაინც უნდა გავიდე, რომ არ დავაგვიანო. ზამთარში ამ დროს, ჯერ ისევ ბნელა… სოფლის გზაზე ცუდ ამინდში უმეტესად ტალახია და კლასში ამოსვრილები მივდივართ. მარშუტკასაც მხოლოდ სკოლიდან მოვყავართ, ისიც ყოველთვის არა,” – გვიყვება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის კაზლარის მკვიდრი, მეცხრეკლასელი ქარან მამედოვი.

კაზლარის რვაწლიან სკოლაში, რომელიც სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს, 150 ბავშვი სწავლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასკოლო ავტობუსი 2013 წელს დანიშნა, თუმცა ადგილობრივების თქმით, ტრანსპორტი არარეგულარულად ემსახურებათ, რაც ხშირად აიძულებთ არჩევანი განათლებასა და შვილის უსაფრთხოებას შორის, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთონ.
“ჩემი შვილი მეცხრე კლასში გადავიდა და არ ვაპირებდი სასწავლებლად მეზობელ სოფელში გამეგზავნა, მერე შემეცოდა, საშუალო განათლება მაინც ხომ უნდა მიიღოს-მეთქი და ამიტომ დავთანხმდი. ბავშვებს დაუსახლებელ ტერიტორიაზე ოთხი კილომეტრის გავლა უწევთ, ზამთარში 4 საათზე უკვე ღამდება და რომელი მშობელი იქნება გულდამშვიდებით?! სასკოლო ავტობუსი კი დაგვინიშნეს, მაგრამ მძღოლი ზოგჯერ ქორწილშია, ან მანქანა უფუჭდება და ბავშვები საღამოს სკოლიდანაც ვერ მოჰყავს, “- ამბობს რიზვან მამედოვი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე speqtri.ge

Leave a Reply