როდის გადაიჭრება ნაგავსაყრელის პრობლემა იორმუღანლოში

nagavsayreli2იორმუღანლოს თემი საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან 37 კილომეტრითაა დაშორებული. მასში 6 სოფელი შედის და 25 ათასამდე მცხოვრებია. თემში არც სანაგვე კონტეინერები დგას და როგორც ადგილობრივები ამბობენ, არც ნაგვის მანქანა დადის. ამის გამო იძულებულები არიან, საყოფაცხოვრებო ნარჩენები ხევში ჩაყარონ. თულარიდან კაზლარამდე მიმავალ გზაზე ტომრებით გადაყრილი ნაგვის გროვები დგას. კაზლარის მკვიდრის რიზამ მამედოვის თქმით, მინდორში ნარჩენებს სხვა სოფლის მაცხოვრებლებიც ყრიან.

“მთელი მოსახლეობა ნაგავს აქ ეზიდება. პირადად მე, მანქანით სოფლის ბოლოს მიმაქვს. სხვა გზა არ გვაქვს!”

დაბინძურებულია სოფელ ლამბალოს ხევიც. როგორც ნოვრუზ რაშიდოვი ამბობს, ამის გამო ზაფხულში გაუსაძლისი სუნი, მღრღნელები და მწერები აწუხებთ.
“ნაგავს ყველა ხევში ყრის. შეგიძლიათ თავადაც ნახოთ. ნარჩენებს შინაური ფრინველი და საქონელი ჭამს, მაგრამ რა ვქნათ, მანქანა არ დადის და ეზოში ხომ არ დავაგროვებთ?!”
ლამბალოს მკვიდრი ასან აბდულაევი დარწმუნებულია, რომ თუკი სოფელში სანაგვე მანქანა ივლის, მოსახლეობა მომსახურების თანხას უპრობლემოდ გადაიხდის.
“პატრონი არ გვყავს და ეს იმიტომ ხდება. დაგვინიშნონ ერთი მანქანა, რომ კვირაში ორჯერ მაინც გაიტანოს ნარჩენები. გადასახადი რომ დააწესონ, თუნდაც ოჯახზე 2 ლარი, ვინ არ გადაიხდის? ჩემთან უბანში 50 ოჯახი ცხოვრობს და იმათზე მე თვითონ ვარ პასუხისმგებელი. ვისაც ტრანსპორტი აქვს, ნაგავი ივრის ნაპირებზე მიაქვს. დაჯარიმების შემთხვევებიც იყო, მაგრამ ხალხი იგივეს იმეორებს, აბა, რა ქნას? ამხელა თემია, 25 ათასი ადამიანი ცხოვრობს და ეს პრობლემა არ უნდა გვქონდეს!”

საქართველოში დღეისათვის 63 კანონიერი ნაგავსაყრელია, თუმცა, ევროპულ სტანდარტებს არც ერთი არ აკმაყოფილებს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვებგვედზე speqtri.ge

Leave a Reply