რა სტანდატებს უნდა აკმაყოფილებდეს ქართული ყველი ევროპულ ბაზარზე

yvelis eqsporti65 წლის ომარ ჯალალოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ცხოვრობს. მას 400-მდე სული ცხვარი ჰყავს. ყველს მთაში ამზადებს და იორმუღანლოს ბაზარზე 12-15 ლარად ყიდის.

მისი თქმით, თუკი ევროპის ბაზარი გაიხსნება, შემოსავალიც გაიზრდება. სურვილი დიდია, თუმცა ამისათვის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი, ინფორმაცია არ აქვთ. ყველს ისევე ამზადებენ, როგორც მათი წინაპრები.

ომარ ჯალალოვის მსგავსად, ცხვრის ყველს აიდამირ გაჯიევიც ყიდის. ცხვარი მასაც მთაში ჰყავს და გაზაფხულობით იქ ოჯახთან ერთად მიდის. „კარგი იქნება, თუ ჩვენი პროდუქტი საზღვარგარეთ გავა, აქ მაღალი ფასი არ აქვს და არაფერი გვრჩება. მთავრობამ უნდა გვითხრას, რა გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ, აბა, ჩვენ რა ვიცით?!“
ქართული ყველის ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად, მხოლოდ სურვილი არ კმარა.
“ასოცირების ხელშეკრულების” ფარგლებში პროდუქტი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. სპეციალისტების შეფასებით, ქართულ ყველს საექსპორტო ბაზარზე გასვლის რეალური პოტენციალი აქვს. “ასოცირების ხელშეკრულების”თანახმად, მეწარმეები უნდა აკმაყოფილებდნენ კრიტიკული საკონტროლო წერტილების მიკვლევადობას (HACCP). ანუ, თუ მიკრობიოლოგიური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ პროდუქტი დაბინძურებულია, მეწარმეს იმ დონეზე უნდა ჰქონდეს დანერგილი HACCP-ი სტანდარტი, რომ ამოიღოს მაღაზიიდან პროდუქცია, რომელიც შეიძლება საფრთხეს შეიცავდეს. ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნაა, პირუტყვი ჯანმრთელი იყოს. 2020 წლისთვის ჩვენ, ალბათ, დავაკაყოფილებთ ამ სტანდარტს, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვეცემა საშუალება 500 მილიონიან ბაზარზე გავიდეს ქართული ყველი.“- აღნიშნა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ.

ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს მხარეს მოთხოვნებს ადგილობრივ ბაზარზეც უწესებს, სადაც ამ დროისთვის ყველის უვნებლობას აკრედიტებული ლაბორატორიები ამოწმებს. „მომხმარებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პირუტყვი, რომლის რძისგან დამზადებული პროდუქტიც შეიძინა, ჯანმრთელია. ერთ-ერთი გამოწვევა მომხმარებლის მოთხოვნაა, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენას გულისხმობს. აგრარულ ბაზარზე ჯერ არ ხდება წარმოებული პროდუქციის შემოწმება, რაც შეეხება მარკეტებსა და სუპერმარკეტებს, იქ გამოწვევები არ გვაქვს.“ – ამბობს ნინო ზამბახიძე.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვეგვედრზე speqtri.ge

Leave a Reply