სასაკლაოებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

sasaklao2 საქართველოს აგრალურ ბაზარში ბიზნესოპერატორს ხორცის სარეალიზაციოდ “ფორმა 2” მოეთხოვება, რომელსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი საქონელს სასაკლაოზე დაკლავს. თავის მხრივ, აღნიშნული დაწესებულება გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ევროკავშირის რეგულაციის მიხედვით, 2015 წლიდან საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) დანერგვა საქართველოში სავალდებულო გახდა. აღნიშნული სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ეფექტიან საშუალებად მიიჩნევა. HACCP-ი საერთაშორისოდ აღიარებული უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული სისტემაა, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება.
საქართველოში ამ პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. მისი წარმატებულად განხორციელების შემდეგ, სახელმწიფო ოფიციალურად აღიარებს და დაადასტურებს, რომ ესა თუ ის საწარმო სურსათის უვნებლობის წესებს იცავს. საქონლის სასაკლაოზე დაკვლის წესსა და სასაკლაოს მოთხოვნებს მთავრობის #55 დადგენილება არეგულირებს.

იორმუღანლოს თემში აგრალური ბაზრის ტერიტორიაზე მოქმედი სასაკლაო ყოველდღე მუშაობს. აქ არამარტო ბაზარში გასაყიდ საქონელს კლავენ, არამედ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მათი მომსახურებით ისარგებლოს.
როგორც ვეტერინარი ექიმი დავით ჯავახიშვილი გვეუბნება, 2015 წლის დეკემბრიდან მათ HACCP -ის (საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) პრინციპები უკვე დანერგეს და მხოლოდ ჯანმრთელ საქონელს კლავენ.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვეგვერდზე speqtri.ge

Leave a Reply