პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“ დასრულდა [Video]

შვიდთვიანი მუშაობის შემდეგ პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“ დასრულდა. 26 ივნისს რადიო ივრისის ოფისში დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას, მონაწილეებთან ერთად, ესწრებოდა შსს-ს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილების უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ბინალი თალიბოვი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში პროექტში იყო ჩართული; ასევე, phi international-ის პროექტების კოორდინატორი, თაკო გელაშვილი.

ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო სახალისო ფილმი, რომელშიც აღწერილი იყო პროექტის მანძილზე განხორციელებული აქტივობები. შვიდთვიანი მუშაობა შეაჯამა მეცენატის დირექტორმა მაია ყალაბეგაშვილმა. ასევე შეფასება გააკეთეს ბინალი თალიბოვმა და თაკო გელაშვილმა.

სიტყვით გამოვიდნენ თავად მონაწილეებიც, რომლებმაც თავიანთი გულწრფელი ემოციები გაგვიზიარეს.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და ბროშურები, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა.