კახეთში მცხოვრებ მუსულმანებს რამაზანი მიულოცეს

posted in: სიახლე | 0

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა კახეთში მცხოვრებ მუსულმან მოსახლეობას წმინდა თვე – რამაზანი მიულოცა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში “იფტარს” (სადღესასწაულო ვახშამი) შეუერთდა.

„დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე მუსულმანებისთვის.
ქართული სახელმწიფო ზრუნავს თითოეული მისი მოქალაქის კეთილდღეობაზე და იცავს მათ უფლებებს. ამის ნათელი მაგალითია ,რომ ჩვენ დღეს ერთად ვართ შეკრებილები. ჩვენ ვზრუნავთ , რომ ყველა სოფელში მოხდეს
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. უზრუნველყოფილი იყოს ყველა სოფელი გზით, გაზით , წყლით , ელექტროენერგიით. გამართულად ფუნქციონირებდეს საბავშო ბაღები, სკოლები. ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი. ჩვენს ქვეყანაში, როგორც თავისუფალ და დემოკრატიულ სახემლწიფოში დაცული არის ყველა ადამიანის პიროვნული უფლება და რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლება . ეს არის საქართველოს, როგორც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი მიზანი და დანიშნულება. ჩვენი დღევანდელი ერთადყოფნაც აი ამ ერთი ქვეყნის ერთიან თანამოქალაქეობას უსვავს ხაზს. აქ შეკრებილ თითოეულ ადამიანს მინდა გისურვევთ მოიპოვოთ ურთიერთსიყვარული, სითბო და გაწიოთ ქველმოქმედება, რაც დამახასიათებელია რამაზანის დღესასწაულისათვის”-მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას.

მუსულმანებისთვის რამაზანის თვე სულიერად ამაღლების, ურთიერთდახმარების და ურთიერთპატივისცემის თვეა. ამ თვეში მუსლიმები განსაკუთრებული მონდომებით ასრულებენ ღვთისმსახურებას, ზრუნავენ ავადმყოფებზე, ეხმარებიან ობლებს და უმწეოებს. მარხული ადამიანები მთელი დღის მანძილზე უარს ამბობენ საკვებზე, სასმელსა და ყველა ამქვეყნიურ კმაყოფილებაზე.

Leave a Reply