ექთნის იმედად დარჩენილი სოფელი

eqtnis imedad165 წლის ლეილა გასანოვასთვის საქართველო სოფელ კაზლარში იწყება. მთელი ცხოვრება აქ გაატარა. კაზლარში დაიბადა და ოჯახიც ამავე სოფელში შექმნა. ხუთი შვილისა და ცხრა შვილიშვილის ბებია ახლა სახსრების ტკივილს უჩივის. ამბობს, რომ ექიმის კონსულტაცია სისტემატურად სჭირდება. თუმცა თავად დამოუკიდებლად შორს გადაადგილებას ვერ ახერხებს. მეზობელ სოფელში, 7 კილომეტრის მოშორებით, ამბულატორიაში წასვლა მისთვის შორეული ოცნებაა. ლეილას ერთადერთი იმედი მედდა მოითაფარაა.

“ხანშიშესული ქალი ვარ, ფეხები მტკივა და მეზობელ სოფელში წასვლა არ შემიძლია. ამდენი წელია აქ ვცხოვრობ და ამბულატორია არასოდეს გვქონია. ექიმი მხოლოდ მუღანლოში მოდის. ხომ შეიძლება მიხედონ სოფელს, რომ ავადმყოფობის დროს სხვაგან წასვლა აღარ დაგვჭირდეს. ეს რა, საქართველო არ არის?”
ლეილა გასანოვას ორი მცირეწლოვანი შვილიშვილის ჯანმრთელობაზეც ექთანი მოითაფარა ზრუნავს, რადგან სოფელში არც პედიატრი ჰყავთ.
“ასეთი მრავალრიცხოვანი სოფელია და ერთი პატარა ოთახი მაინც ხომ უნდა იყოს, რომ ექიმი თუნდაც კვირაში ორჯერ მოვიდეს. ჩვენ კიდევ რამეს მოვახერხებთ, პატარა ბავშვები სად ვატაროთ? თუ ცუდად გახდა ვინმე სასწრაფოს გამოძახება გვიწევს, რომელსაც წვიმიან ამინდშიც კი უჭირს აქამდე მოსვლა. ” -ამბობს ლეილა გასანოვა.

იორმუღანლოს ორმოციათასიან თემს მუღანლოში მდებარე ერთი ამბულატორია ემსახურება. შენობა 2010 წელს ევროკავშირის სტანდარტებით აშენდა და მას შემდეგ ფუნქციონირებს.
“ამბულატორია შაბათ-კვირის გარდა დილის ათი საათიდან ექვსის ნახევრამდე ღიაა. გვყავს ხუთი ოჯახის ექიმი და ხუთი ექთანი. აქედან ორი პედიატრია და სამი თერაპევტი. ყველას ოჯახის ექიმის კურსები აქვს გავლილი და სერტიფიკატებიც აქვთ. ჩვენთან აცრებიც ტარდება. ექიმები კარდაკარ დადიან და პაციენტებს ემსახურებიან. თუ მძიმე ავადმყოფია, მიმართვას ვაძლევთ და საგარეჯოში ვაგზავნით. ლაბორატორია ერთი დღე მუშაობს. მართალია, ყველა ანალიზი ვერ კეთდება, მაგრამ საერთო ანალიზის გაკეთება მაინც შესაძლებელია.” – გვიხსნის მუღანლოს ამბულატორიის მენეჯერი, ოჯახის ექიმი ბაშირ მახმუდოვი.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე speqtri.ge

Leave a Reply