ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე – რეალური პერსპექტივა

matklis eqsporti 26 წლის იოლჩუ სულეიმანოვი, იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში ცხოვრობს და სტომატოლოგად მუშაობს. ამის გარდა, მამასთან ერთად, მატყლის ბიზნესითაცაა დაკავებული.

მატყლს იორმუღანლოში ადგილობრივებისგან 0,50-1,00 ლარად ყიდულობენ, შემდეგ მუშებს არეცხინებენ და საქართველოში, სხვადასხვა ბაზარზე ყიდიან.

მისი თქმით, გარეცხილი მატყლის ფასი 2-დან 5-ლარამდე მერყეობს. ამბობს, რომ გაზაფხულის მატყლი უფრო ძვირად ფასობს. პროდუქტი ზოგჯერ ბაქოსა და თურქეთშიც გააქვთ, რამდენიმე ხარისხის მატყლს ყიდიან და შესაბამისად, ფასებიც განსხვავებულია.

„აქ თუ ხუთი ლარი ღირს, საზღვარგარეთ 10 ლარად ვყიდით. ზოგჯერ თვეში 4 ტრაილერი გაგვაქვს. ერთადერთი, რასაც საბაჟოზე ყურადღებას აქცევენ, ის არის, რომ დაპრესილი უნდა იყოს.“
იოლჩუ სულეიმანოვმა იცის, რომ ქართულ მატყლს ევროკავშირის ბაზარზე გასვლის პერსპექტივა აქვს. თუმცა მისთვის უცნობია, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამბობს, რომ სტანდარტების გაცნობის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, თავადაც მოინდომოს ისეთი საწარმოს შექმნა, რომელშიც ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

ქეშალოში მცხოვრები 64 წლის მადათ ჯალილოვი მეცხვარეა. როგორც თავად გვიყვება, პროფესია წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღო და “ცხვარში ყოფნის” მრავალწლიანი გამოცდილებაც დააგროვა. 300 სული ცხვარი ჰყავს, რომელსაც წელიწადში ორჯერ, აპრილსა და სექტემბერში პარსავს. ბინას ქირაობს და მთაში ცოლ-შვილთან ერთად მიდის. სხვა ადგილობრივებთან ერთად, ის მატყლის რეალიზაციის პრობლემაზე საუბრობს. „სოფელში თურქი მეწარმეა ჩამოსული და 25 თეთრად ის ყიდულობს, ჩვენ წვალების მეტი არაფერი გვრჩება. აბა, მას რომ არ მივყიდოთ, სადღა წავიღოთ, სად არის კლიენტი?! ყოფილა შემთხვევა, რომ ვერ გამიყიდია და მთაშივე გადამიყრია. აბა, მთიდან აქ რომ წამოვიღო, შეიძლება ბენზინის ფულიც ვერ დაფაროს. ვიცი, რომ ავსტრალიაში ყველაზე ძვირია მატყლი, მაგრამ იქ როგორ გავყიდით?“
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ამბობს, ევროპაში მატყლის გატანის მსურველ საწარმოსთან ევროკავშირს გარკვეული მოთხოვნები აქვს.

სტატიის სრული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე speqtri.ge

Leave a Reply