თელავში კანდიდატად ცხვარი წარადგინეს [Audio]

ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა არჩილ მჭედლიშვილმა, დღეს თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება გააპროტესტეს.  ამის სადემონსტრაციოდ, მათ თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს.”

შესაბამისი ვიდეოკადრები მათ სოციალურ ქსელ facebook-ში გაავრცელეს.

“ვითარება არის ასეთი – თვითმმართველობა რეალურად არ გვაქვს და ისეთი პირი უჩანს, რომ კიდევ კარგა ხანი არ გვექნება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება თელავში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი, იმიტომ, რომ ცენტრალური ხელისუფლება ადგილობრივ თვითმმართველობას და მოსახლეობას უყურებს, როგორც ცხვარს. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რიგი წარმომადგენლები ამ ხედვას ამართლებენ და მართლაც ცხვრებივით იქცევიან. ამის ნათელი მაგალითია თელავის, როგორც თვითმმართველი ქალაქის გაუქმება. ჩვენ ყველას გვახსოვს ვითარება, როცა საკრებულოს ორი კვირით ადრე გადაწყვეტილების მიღებამდე წერილი უნდა გაეგზავნა ცენტრალური ხელისუფლებისთვის, რომ შეენარჩუნებინათ თვითმმართველი ქალაქი თელავი, მაგრამ ორი კვირის შემდეგ აღმოჩნდა, რომ  მხარი მაინც დაუჭირეს”, – აცხადებენ აქტივისტები.

<iframe width=”100%” height=”80″ scrolling=”no” frameborder=”no” src=”https://w.soundcloud.com/player/?url=https%3A//api.soundcloud.com/tracks/345308520&amp;color=%23ff5500&amp;auto_play=false&amp;hide_related=false&amp;show_comments=true&amp;show_user=true&amp;show_reposts=false&amp;visual=false”></iframe>

 

 

Leave a Reply