ამომრჩევლის უფლებები, მოვალეობები და აკრძალვები [Audio]

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმისთვის, რომ მოქალაქემ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია კარგად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა.

“ამომრჩეველს უფლება აქვს, გამოიყენოს შანსი და აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მისთვის უფრო მეტად მისაღებია. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ისინი დემოკრატიის ფორმით, არჩევნების გზით, ახდენენ თავიანთი პოლიტიკური უფლების განხორციელებას და ირჩევენ ხელისუფლებას. მათი გაცნობიერებული არჩევანი მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არსი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეთა უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებისა და მათი ხედვების შესახებ. მათ აქვთ უფლება კრიტიკული კითხვები დაუსვან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა. ყველა სექტორმა ამომრჩევლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ ნეიტრალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს.“

ამომრჩეველს უფლება აქვს, გამოიყენოს შანსი და აირჩიოს ის კანდიდატი, რომელიც მისთვის უფრო მეტად მისაღებია. კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ ხელისუფლების წყაროა ხალხი. ისინი დემოკრატიის ფორმით, არჩევნების გზით, ახდენენ თავიანთი პოლიტიკური უფლების განხორციელებას და ირჩევენ ხელისუფლებას. მათი გაცნობიერებული არჩევანი მეტად მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ადგილობრივი თვითმმართველობის არსი სწორედ ის არის, რომ მოქალაქეთა უშუალო ჩართულობით მოგვარდეს ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ. ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი პოლიტიკური აქტორებისა და მათი ხედვების შესახებ. მათ აქვთ უფლება კრიტიკული კითხვები დაუსვან ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.
ცნობიერების ამაღლების კუთხით, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა. ყველა სექტორმა ამომრჩევლებს თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ ნეიტრალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ინფორმირებული არჩევანის თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა არსებობს.“

 

სტატია ქვეყნდება “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთის” ერთობლივი პროექტის – “შენი მუნიციპალიტეტი, შენი ხმა” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების პოზიციას. შესაბამისად, “საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია” და ასოციაცია “დემოკრატიული აღმოსავლეთი” არ არიან პასუხისმგებელები მასალის შინაარსზე

Leave a Reply