ახალშობილთა სმენის სკრინინგის პროგრამა ფართოვდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სმენის სკრინინგის 10 ახალი მოწყობილობა შესაბამისი კრიტერიუმებით შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდება. 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს სმენის სკრინინგის 5 აპარატი საქველმოქმედო ფონდმა „აი-იამ“, 5 კი – ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა გადასცა. სამედიცინო ინვენტარის საშუალებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სმენის სკრინინგის დაფარვა 65%-მდე გაიზრდება.

ამ დრომდე აპარატი მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 4 კლინიკას ჰქონდა. ის აშშ-ის ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „National Center for Hearing Assessment and Management“-მა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 2016 წელს გადასცა. მოწყობილობები შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სამეანო საქმიანობის განმახორციელებელ სამედიცინო დაწესებულებებში განაწილდა. პროექტის გაფართოების შედეგად, აპარატურით უკვე 14 სხვადასხვა კლინიკა იქნება აღჭურვილი. მოწყობილობების საშუალებით, ახალშობილთა სმენის სკრინინგის ჩატარება სამედიცინო დაწესებულებაშივე იქნება შესაძლებელი.

2018 წლის ბოლოსთვის, სმენის სკრინინგის მოცვა 100%-იან ნიშნულს მიაღწევს. ამ ცვლილებით, საქართველო მსოფლიოს იმ 15 განვითარებულ ქვეყანას შეუერთდება.

Leave a Reply