სტუმრად რადიო მარნეულში [Photo]

posted in: მედია | 0

ჟურნალისტთა ასოციაცია “მეცენატის” წევრები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები ახალგაზრდა აქტივისტები მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით 15 მარტს რადიო “მარნეულს” ეწვივნენ.

რადიო მარნეულის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად უხსნიდნენ სტუმრებს რადიოს მნიშვნელობას, თემის მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ჩაწერეს პირველი გადაცემაც ბაირამობის დღესასწაულის შესახებ.

როგორც იოლჩუ სულეიმანოვი ამბობს, დარწმუნდა, რომ მათთვის რადიომაუწყებლობას ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია.
“ძალიან მომეწონა აქაური გარემო. რა თქმა უნდა, ყველაფერს სწავლა სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, არც ისე რთულია, რომ ვერ შევძლოთ. რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები მზად არიან, გამოცდილება გაგვიზიარონ. ჩვენც მზად ვართ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მივცეთ მოსახლეობას საშუალება, რომ გაიგონ საქართველოში რა ხდება.”

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა კვლევა იორმუღანლოს თემში, რომელიც ადგილობრივი რადიომაუწყებლობის აუცილებლობას ეხებოდა. მოქალაქეების აზრის ანკეტირებას ადგილობრივი აქტივისტები აწარგამოებდნენ.

კვლევის ავტორის, კონსტანტინ სტალინსკის დასკვნით, შედეგებმა ცხადყო, რომ მოსახლოების 100% მოითხოვს სათემო მაუწყებლობას.

Leave a Reply