ვაჩნაძიანელი მამაკაცი ქოხში გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, 70 წლამდე ასაკის ვალერიან ხაბაზიშვილი ოჯახის წევრებმა ქოხში გარდაცვლილი და ცხოველისგან დასახიჩრებული იპოვეს. ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ვენახს დარაჯობდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე ჩაუტარდა. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძება დაადგენს.