ტყის უკანონო ჭრის ფაქტი ლაგოდეხსა და საგარეჯოში

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ჭრის 5 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებმა წიფლისა და მუხის სახეობის ხეები უკანონოდ მოჭრეს და შემდგომში მისი ტრანსპორტირება მოახდინეს. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნება.