სოფელ ჩალაუბანში მოზარდს მანქანა დაეჯახა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში,საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი 15 წლის მოზარდს დაეჯახა.

მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ წუთებში გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თვითმხილველების ინფორმაციით,მძღოლი მანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. შემთხვევა დაახლოებით სამი საათის წინ მოხდა.