ნასვამ მძღოლს, რომელიც მოზარდს დაეჯახა, კუთვნილი მანქანა პატრულმა ათხოვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ნასვამ მძღოლს, რომელიც 15 წლის მოზარდს დაეჯახა, კუთვნილი ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ათხოვა.

აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულს, არც მართვის მოწმობა აქვს. მას შემდეგ რაც ის ბავშვს დაეჯახა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დღეს კი პოლიციაში თავადვე გამოცხადდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ დეტალებზე არ საუბრობს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუტაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მძღოლი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ბრალდებული ჩალაუბნის საპატრულო პოლიციის ოფისში ტენიკური პერსონალია.

ცნობისთვის, 30 ქულა ჩამოაკლდება ავტომობილის მფლობელს, რომელიც ავტომანქანას სხვა პირს ათხოვებს, ის კი საჭესთან ნასვამი აღმოჩნდება.

შემთხვევა გუშინ მოხდა. მოზარდს გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.