საგარეჯოში ბაზრის მშენებლობა დასრულდა

ქალაქ საგარეჯოში, თამარ მეფის ქუჩაზე, აგრარული ბაზრის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სამუშაოები 2016 წლის ზამთარში დაიწყო.

თანამედროვე ტიპის კეთილმოწყობილი შენობა ექსპლუატაციაში უახლოეს მომავალში შევა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 196 000 ლარი დაიხარჯა.

საგარეჯოში აგრარული ბაზარი თითქმის 6 წელი არ არსებობდა და მოვაჭრეებს ღია ცის ქვეშ უწევდათ ყოფნა.