როგორ ეხმარება სახელმწიფო ფერმერებს მეურნეობის გაფართოებაში [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ მუღანლოში მცხოვრები ვალეჰ ჯამალოვის მეურნეობის ძირითადი მიმართულება მეფრინველეობაა. 4 წლის წლის წინ ინდაურების ფერმა მოაშენა, თუმცა, შარშან 400 ფრთა ჭირმა გაუწყვიტა და მოუწია საქმე ნულიდან კიდევ ერთხელ დაეწყო.

ახლა 1400 ინდაურის ჭუკი ჰყავს, მაგრამ 2 შენობა, რომელიც 700 ფრინველზეა გათვლილი, ამ რაოდენობას ვერ იტევს. სურს თავისი მერნეობა გააფართოვოს, მაგრამ საკუთარი ხარჯებით ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

მისთვის ასევე აუცილებლობას წარმოადგენს ინკუბატორი, სადაც დეზინფიცირებულ კვერცხს ჩააწყობს და ჯანსაღი ჭუკები გამოიჩეკებიან.

ფერმერებისთვის მეურნეობის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში სხვადასვა სახელმწიფო პროგრამა მუშაობს. როგორც სოფლისა და სოფლის მეურნობის განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა გიორგი ავალიანმა ჩვენთან საუბარში განმარტა, ამ შემთხვევაში ფერმერს შეუძლია შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლოს.