დუზაგრამაში მცხოვრები იმან მირზაევი 7 ჰექტარზე კაკლის ნერგების გაშენებას გეგმავს [Audio]

იორმუღანლოს თემის სოფელ დუზაგრამაში მცხოვრები იმან მირზაევი 7 ჰექტარზე კაკლის ნერგების გაშენებას აპირებს.


სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“, მონაწილეობის მიღებას სამი წლის წინ გეგმავდა, შესაბამისი განაცხადიც შეავსო, თუმცა 35 000 ლარი, რაც თანადაფინანსებისთვის სჭირდებოდა, პირადი პრობლემის გადაჭრისთვის დახარჯა.
ამბობს, რომ თანხას მოაგროვებს და მომავალ წელს მიიღებს მონაწილეობას.

იმან მირზაევის თქმით, ამ პროგრამის შესახებ ბევრმა უნდა გაიგოს, რადგანაც სახელმწიფო მოსახლეობას კარგ დახმარებას სთავაზობს, მათ კი ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ.

პროექტს „დანერგე მომავალი“ სოფლის მეურნეობის სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით რამდენიმე წელია ახორციელებს. დაინტერესებულ პირს დაფინანსება შეუძლია ორი მიმართულებით მოიპოვოს, ერთია – მრავალწლიანი კულტურის ნერგების გაშენება, სადაც სახელმწიფო პროექტის ღორებულების 70%-ს დააფინანსებს და მეორე სანერგე მეურნეობის შექმნა, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა 50%-ია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დარეკოს ცხელ ხაზზე 0 32 2 47 01 01