საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ესეების კონკურსს აცხადებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე – „მეგობარი ქვეყნები- საქართველო და ლიეტუვა“.

კონკურსი მიზნად ისახავს დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებს – საგარეჯოსა და შირვინტუსს შორის საქმიანი, კულტურული, მეგობრული ურთიერთობის დაწყების პოპულარიზაციას, ასევე მოსწავლეთა დაინტერესებას საქართველო-ლიეტუვას ურთიერთობების ისტორიითა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივით.

ესეების თემატიკაა:
• საქართველოსა და ლიეტუვას ურთიერთობები (ისტორიული, პოლიტიკური, კულტურული, დიპლომატიური);
• ლიეტუვური სათვისტომოები საქართველოში;
• ლიეტუვას ევროპული გამოცდილება საქართველოსთვის;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების: მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
ესეების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 30 ივლისია.

ესე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ტექნიკურ კრიტერიუმებს:
• ერთ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი ესეს გამოგზავნა;
• ნაშრომის მოცულობა: მაქსიმუმ 500 სიტყვა, შრიფტი – Sylfaen 12; ინტერვალი: 1,15;
• დაცული უნდა იყოს პლაგიატის წინააღმდეგ არსებული ზოგადი სტანდარტი;
• სატიტულო გვერდზე მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტა), ასევე სკოლის და კლასის დასახელება;

საუკეთესო ესეების ავტორებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია. მოსწავლეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით I ადგილი -200 ლარი; II ადგილი- 150, III ადგილი-100 ლარი.

ნაშრომების გაგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sagarejo-gamgeoba@hotmail.com