სოფელ პალდოში გარეგანათება მოეწყო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ პალდოში გარე განათება მოეწყო. როგორც რადიო “ივრისს” მერიაში განუცხადეს, სამუშაოები “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განხორციელდა.

მოსახლეობამ პრიორიტეტი სოფელში გამართულ კრებაზე თავად შეარჩია.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოები, რომლისთვისაც 4507 ლარი დაიხარჯა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ “ახალი კომპანია 2018” შეასრულა.