როგორ დაეხმარა სოციალურად დაუცველ იორმუღანლოელებს მერია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას სოციალური მიმართულებით მიმდინარე წელს 882 000 ლარი აქვს გათვალისწინებული.

ამის შესახებ რადიო “ივრისს” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.

იორმუღანლოს თემში ექვსი თვის განმავლობაში (იანვარ-ივნისი) გაცემულია შემდეგი სახის სოციალური დახმარება: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ამბულატორიული მკურნალობის, ოპერაციების, მედიკამენტების, რეაბილიტაციისა და გამოკვლევების თანადაფინანსება თანხის 50-70%-ით, ისარგებლა 62-მა მოქალაქემ, ჯამში გაცემულია 43 011,32 ლარი. (მათ შორის ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება).
ჰემოდიალიზის პროგრამაში იორმუღანლოს თემიდან მონაწილეობს 6 პირი, ყოველთვიურად ერიცხებათ 100 ლარი, გაცემულია 3000 ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარების პროგრამით სარგებლობს 4 ბავშვი, 300 ლარი თვითოეულზე. გაცემულია 600 ლარი.
მრავალშვილიანი (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) 4 ოჯახი იღებს დახმარებას 400 ლარის ოდენობით წელიწადში ერთხელ, გაცემულია 1600 ლარი.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ან გაზის ღირებულება იფარება თვეში 10 ლარით, 6 ოჯახზე გაცემულია 300 ლარი.
2 შშმ პირს მერიამ ეტლი უფასოდ გადასცა.

მერიის ინფორმაციითვე, 2019 წლის შემოდგომაზე იგეგმება ოფთალმოლოგების და სხვა ექიმ-სპეციალისტთა უფასო გამოკვლევები ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სოფლებში.