მდგრადი ენერგეტიკის დღე საგარეჯოში

ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საგარეჯოშიც გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, ჩატარდა ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით – “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის!“

აღნიშნულ აქციაში მონაწილეობდნენ მოხალისეები, სპორტის მასწავლებლები, საგარეჯოს #1 საჯარო სკოლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეები . ველოტურმა სტარტი აიღო საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან შპს „ჯეო-ორგანიკი“-ს ქარხნის- მიმართულებით.

ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს და დაათვალიერეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით, საგარეჯოში არსებული ჩირისა და გამომშრალი ბოსტნეულის მწარმოებელი საწარმო- შპს “ჯეო-ორგანიკი”. ადგილზე გაეცნენ ტექნოლოგიურ პროცესებს. საწარმო თანამედროვე ევროპული სტანდატრების ტექნიკითა და მზის სისტემაზე მომუშავე საშრობი აგრეგატით არის აღჭურვილი.