არხის რეაბილიტაციის შემდეგ საგარეჯოში დამატებით 465 ჰექტარი მიწის მორწყვაა შესაძლებელი

posted in: სიახლე | 0

კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია განხორციელდა.

საქართველოს მელიორაციაში აცხადებენ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დამატებით 465 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვა გახდა შესაძლებელი.
-“რვა ჰექტარ მიწაზე გვითესია ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი. წყლის გარეშე კარგ მოსავალს ვერ მიიღებ, ადრე შეუძლებელი იყო მორწყვა. არხი არ ვარგოდა და წყალი ყველას ადგილებამდე ვერ აღწევდა, ამის გამო რიგი დგებოდა. წელს გააკეთეს სარწყავი სისტემა და მორწყვა გვიადვილდება, არხი ბეტონისაა და წყალი არ იკარგება”-ამბობს ადგილობრივი ნიკოლოზ ხუციშვილი.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: 8,1 კმ სიგრძის ღარული სისტემა, წყალგამანაწილებელი ჭები და წყალგამშვებები.