საქართველოში მზის პირველი ელექტროსადგური საგარეჯოს მუნიციპალიტეტში აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, საქართველოში პირველი 5 მგვტ-იანი მზის ელექტროსადგური კახეთში აშენდება.
ამის შესახებ მან დღეს სასტუმრო “,,Radisson Collection Estate Tsinandali”-ში, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

-“ჩვენ გამოვკვეთეთ რეგიონალური პრიორიტეტი ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკაში, მათ შორის ენერგეტიკა ერთ-ერთი ასეთი დარგია. კახეთი არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდეს არამარტო ტრადიციული მწვანე ენერგია, არამედ მზის ენერგიაც. უკვე მიმდინარეა ერთი პროექტი, 5 მეგავატიანი მზის ელექტროსადგური, რომელიც სოფელ უდაბნოში აშენდება. პროექტი განხორციელდება ევრობანკის დაფინანსებით, ველოდებით ინვესტორებს კახეთში,”- განაცხადა თურნავამ.