მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

17 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში.

მასში მონაწილეობდა საგარეჯოში არსებული 6 ორგანიზაცია: მუნიციპალიტეტის მერია, “ბანკი “კრედო”, სს. საქართველოს ბანკი, კახეთის ენერგო პრო ჯორჯია, შპს “ევროპა”, შპს “გეოფიტი”. ტურნირის ფინალი და დაჯილდოება 15 ივლისს, საგარეჯოს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, სადაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის გუნდი და შპს “გეოფიტი” შეხვდნენ ერთმანეთს.

პირველ ადგილი შპს “გეოფიტს” ხვდა წილად, მეორე ადგილზე საგარეჯოს მერიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი შპს “ევროპა”-მ დაიკავა. საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელით, ფულადი ჯილდო და სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.