დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელი გზის რებილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

ამ დროისთვის, მიწის სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსამდე მიდის.
უწყების ინფორმაციით, გზის კეთილმოწყობა მომლოცველებისა და ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოების ღირებულება 6 079 673 ლარია.