ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს უკვე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.

აბიტურიენტებს შედეგბის ნახვა შეუძლიათ online.nice.ge -ზე . ამისათვის საჭიროა შესაბამის ველში შეიყვანონ პირადი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ასევე აბიტურიენტებს ქულის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 0.50 ლარი, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველი შედეგები გუშინ გამოაქვეყნა. ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი I და III ვარიანტებში განისაზღვრა – 22 ქულა, II და IV ვარიანტში – 24 ქულა.