დღეს 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს კიდევ ხუთი საგნის: მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და ბიოლოგიის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.

აბიტურიენტებს შედეგბის ნახვა შეუძლიათ online.nice.ge -ზე . ამისათვის საჭიროა შესაბამის ველში შეიყვანონ პირადი და საიდენტიფიკაციო ნომერი.

ასევე აბიტურიენტებს ქულის გაგება შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).

აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333. მომსახურების საფასურია 0.50 ლარი, რომელიც ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პირველად 31 აგვისტოს ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. უკვე ცნობილია ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ინგლისურის გამოცდის შედეგები.