სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო.

აბიტურიენტებს გასაჩივრების საშუალება აქვთ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 13 აგვისტოს 18:00 საათამდე.

ცენტრის ინფორმაციის სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.