ლამბალოში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართება

ხვალ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეობასთან დაგეგმილია შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი, სააგენტოს- ” აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი, მიხეილ ხიდურელი, პარლამენტის წევრი რომან მუჩიაშვილი და ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრა გაიმართება სოფელ ლამბალოს ადმინისტრაციულ შენობაში 15:00 სთ-ზე. ბადიაურში, ასევე ადმინისტრაციული შენობაში – 16:00 სთ-ზე და მანავის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე – 17:00 სთ-ზე.