აქცია ყარაჯალაში- ადგილობრივები 2011 წელს გაყიდული საძოვრის დაბრუნებას ითხოვენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას მცხოვრებლებმა ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონონოდ ჩამორთმეული და გაყიდული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქცია გამართეს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, 2011 წელს 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, ისე გაიყიდა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია.

მათივე ინფორმაციით, მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ ყარაჯალას მკვიდრებზე გაასხვისა. მფობელებმა ნაკვეთების ნაწილი გასულ წელს დათმეს, თუმცა დარჩენილი 8 ჰექტარი კვლავ სხვის საკუთრებაშია. ყარაჯალაში მცხოვრებლები მესაკუთრისთვის მიწის ჩამორთმევას შესაბამის უწყებებს სთხოვენ.