მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა

საქართველოს მთავრობამ აამოქმედა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც
ითვალისწინებს 6 წამყვანი ქრონიკული დაავადების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის მნიშვნელოვანი ოდენობით დაფინანსებას.

5 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში, აღნიშნული პროგრამის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი-გიორგი ერბოწონაშვილი, მისი მოადგილეები-ალექსი გილაშვილი და შოთა კაკაბაძე, მერის წარმომადგენლები, მათი თანამშრომლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
პროგრამა ითვალისწინებს ყველაზე გავრცელებულ ქრონიკულ დაავადებებს, როგორიცაა:
• გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
• შაქრიანი დიაბეტი (ტიპიII);
• ფილტვის ქრონიკული დაავადებები (მათ შორის ასთმა);
• ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
• ეპილეფსია;
• პარკინსონის დაავადება.

პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს; მოქალაქეებს, რომლებსაც შეუსრულდათ საპენსიო ასაკი; მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, შშმ ბავშვებს; პარკინსონით დაავადებულ, ასევე ეპილეფსიით დაავადებულ ნებისმიერ მოქალაქეს;

იმისთვის, რომ ჩაერთოთ პროგრამაში უნდა მიმათოთ ოჯახის ექიმს, რომელიც გადმოგცემთ ცნობას
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100) და რეცეპტს (ფორმა N3), სადაც მითითებული იქნება მედიკამენტების გენერიული დასახელება.

ფორმა N100 და პირადობის დამდასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ერთჯერადად გაიაროთ რეგისტრაცია.

მიმართეთ პროგრამის მიმწოდებელ აფთიაქს.
პროგრამაში ჩართული აფთიაქია:

  • სააფთიაქო ქსელი „PSP“ (ცხელი ხაზი 2 40-20-20)
  • სააფთიაქო ქსელი“ავერსი“ (ცხელი ხაზი 2 900-800)
  • სააფთიაქო ქსელი “გეფა“ -“ჯპს”; “ფარმადეპო“ (ცხელი ხაზი ჯპს 2-71-07-07; ფარმადეპო 2-400-004)
  • სააფთიაქო ქსელი “სახალხო აფთიაქი“ (ცხელი ხაზი 2-48-59-59)

მედიკამენტების შესახებ ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ქსელების ცხელ ხაზს, ასევე სამინისტროს ცხელ ხაზს- 15 05