საინფორმაციო შეხვედრა ბიომრავალფეროვნების საკითხებზე

7 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბიომრავალფეროვნების საკითხებთან დაკავშირებით.

საკითხი ასევე ეხებოდა მტაცებელ ცხოველებსა და ქვეწარმავლებს.

აღნიშნული შეხვედრა ატარებდა საგანმანათლებლო ხასიათს და გათვლილი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო, შესაბამისად, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა- შეკითხვებზე სპეციალისტებისგან კომპეტენტური პასუხები მიეღო.