წელს 28 740 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვული ცენტრის ინფორმაციით, წელს ეროვნული გამოცდების შედეგად სასწავლებლებში სულ 28 740 ახალგაზრდა ჩაირიცხა, რაც რეგისტრირებულთა 71%-ია.

“სასწავლო გრანტი 6 546-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, მათგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო 1011-მა აბიტურიენტმა, 70-პროცენტიანი – 1452-მა, ხოლო 50-პროცენტიანი – 4083-მა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 4 777 სტუდენტი ჩაირიცხა; ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე კი – 1 335.”- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ დაახლოებით 41 000 აბიტურიენტი იყო დარეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით სულ 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.