საგარეჯოში უფასო სამედიცინო კონსულტაცია გაიმართება

27 აგვისტოს საგარეჯოს კულტურის სახლის მცირე დარბაზში სისხლში ტყვიის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით უფასო ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება.

აქცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით გაიმართება. ლაბორატორიულ კვლევებს შეასრულებს მძიმე მეტალების კვლევის სამედიცინო ლაბორატორია. აქცია 10.00 საათზე დაიწყება.

ანალიზები ჩუტარდება განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტებს: ბავშვებს, მოზარდებს და ორსულებს, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით, პაციენტის ჩივილების და სიმპტომების განსაზღვრის საფუძველზე.

სამედიცინო გამოკვლევებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.