თანხა, რომელიც აბიტურიენტებმა აპელაციისთვის გადაიხადეს ოქტომბრამდე დაუბრუნდებათ

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

გასაჩივრებისათვის გადახდილი თანხის დასაბრუნებლად, აბიტურიენტებს განაცხადის გაკეთება სამი სექტემბრიდან ორი ოქტომბრის ჩათვლით საგანმანათლებლო რესურსცენტრებში შეუძლიათ.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს: ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი (22 სიმბოლოსგან შემდგარი ნომერი) და ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი); აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის მოწმობის ასლი;

ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით თანხის გადახდის შემთხვევაში – შესაბამისი ამონაწერი ან თანხის გადახდის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.