კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე 36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა ჩაანაცვლა.

ბერიკაშვილი 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.

2016 წელს ის კონტრტერორისტული ცენტრის პირველი მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

კახეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილი დირექტორი შოთა ჭანუყვაძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.