ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი კავშირი “მეცენატი” რეგისტრირებულია გურჯაანის სასამართლოს მიერ 2003 წლის 25 თებერვალს. რეგისტაციის #  27/5 22.

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს როგორც ჟურნალისტთა პროფესიული გადამზადების,  კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამოქალაქო სექტორის განვითარებისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

ორგანიზაცია 2003 წლის 26 მაისიდან გამოსცემს ყოველკვირეულ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეგიონულ გაზეთს – “სპექტრი”. გაზეთი „სპექტრი“ კახეთის რეგიონში წამყვანი მედია საშუალებაა, რომელიც მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაზეთი იბეჭდება ყოველი კვირის ორშაბათს 1500 ტირაჟით და  ვრცელდება კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში.

ორგანიზაცია `საქართველოს რეგიონული მედიის~ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხელმძღვანელობს საერთაშორისო მედიის ეთიკის ნორმებით და აქვს `შინაგანაწესი~. გაზეთის ხელმძღვანელი და ჟურნალისტები არიან `საქართველოს ეთიკის ქარტიის~ ხელმომწერები. ხოლო ხელმძღვანელი `საქართველოს რეგიონული მედიის~ გამგეობის წევრი. პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით, ასოციაციის წევრი ჟურნალისტები ესწრებიან საქართველოსა, თუ საზღვარგარეთ სხვადასხვა არასამთავრო ორგანიზაციებისა და ფონდების მიერ ორგანიზებულ ტრენინგ-სემინარებს.

2011 წლიდან, ორგანიზაციამ საკუთარი სახსრებით შექმნა ვებგვერდი –www.speqtri.ge. 2015 წელს საერთაშორისო კვლევისა და გავრცელების საბჭომ (IREX) მედიაგამოცამა შეარჩია პარტნიორ ორგანიზაციად. საიტის მიმართულებისა  და მდგრადობის განსაზღვრის  შემდეგ,  IREX-M TAG -ის პროგრამის ფარგლებში,  განხორციელდა საიტის მოდერნიზაცია და 2015 წლის დეკემბერში ჩაეშვა სატესტო ვარიანტი.

ორგანიზაცია ხელს უწყობს რეგიონის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირებას – მათი ცხოვრების წესის, ტრადიციების, ყოფითი პრობლემების, ამა თუ იმ აქტუალურ საკითხების  საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას; ამ თვალსაზრისით, ვებ–გვერდს  დავამატეთ აზერბაიჯანულენოვანი კონტენტიც – http://www.speqtri.ge/speqtris-azerbaijanuli-damateba.

2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ივლისამდე განვახორციელეთ IREX  – G-MEDIA პროგრამის-ის ფარგლებში საგრანტო პროექტი “სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში და მათი ინფორმირება”. პროექტის წარმატებით დასრულების  შემდეგ IREX-მა მიიღო გადაწყვეტილება გაეგრძელებინა პროექტი და  2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე  გამოვცემდით გაზეთს „სპექტრი ეთნიკური უმცირესობებისთვის“ აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც იყიდებოდა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, მათ შორის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში. 2015 წლიდან პროექტი გაგრძელდა და გამოვცემთ „სპექტრის“ აზერბაიჯანულენოვან დამატებას და ვავრცელებთ იორმუღანლოს თემში.

2015 წლის შუალედური არჩევნებისთვის ორგანიზაციამ წარმატებით დაასრულა პროექტი „შენი არჩევანი-ეთნიკური აზერბაიჯანელების ინფორმირება შუალედური არჩევნებისთვის“. რომლის  ფინანსური მხარდამჭერიც იყო  სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.