სათემო რადიო სპექტრი დაარსდა ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ ინიციატივით, გაზეთ „სპექტრისა“ და http://www.speqtri.ge ბაზაზე.
სათემო რადიოს დაფუძნების იდეა კახეთში შექმნილმა სიტუაციამ განაპირობა. აზერბაიჯანული მოსახლეობა, სახელმწიფო ენის არცდონის გამო, ინფორმაციას ძირითადად აზერბაიჯანული, თურქული და რუსული საინფორმაციო საშუალებებით ეცნობა, რაც ხელს უშლის თემის გააქტიურებას და ინტეგრირებას ქართულ საზოგადოებაში. სათემო რადიო ერთადერთი საშუალებაა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიც გასაცნობად და საკუთარი აზრის გამოსათქმელად. 

ორგანიზაციის შესახებ

ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი კავშირი „მეცენატი“ რეგისტრირებულია გურჯაანის სასამართლოს მიერ.
ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, როგორც ჟურნალისტთა პროფესიული გადამზადების,  კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე სამოქალაქო სექტორის განვითარებისა და საზოგადოების ჩართულობის კუთხით.

საზოგადოებრივ–პოლიტიკური გზეთი – „სპექტრი“ 2003 წლის 26 მაისიდან გამოიცემა. ორგანიზაცია „საქართველოს რეგიონული მედიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, ხელმძღვანელობს საერთაშორისო მედიის ეთიკის ნორმებით და აქვს „შინაგანაწესი“.

ორგანიზაცია ხელს უწყობს რეგიონის აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის ინტეგრირებას – მათი ცხოვრების წესის, ტრადიციების, ყოფითი პრობლემების, ამა თუ იმ აქტუალური საკითხების  საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაცნობას; ამ თვალსაზრისით, ვებ–გვერდს http://www.speqtri.ge დაემატა აზერბაიჯანულენოვანი კონტენტიც (http://www.speqtri.ge/speqtris-azerbaijanuli-damateba)

რას ვაკეთებთ ამ ეტაპზე

სათემო მაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის მოთხოვნით საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ჟურნალისტთა ასოციაციამ (გაზეთი სპექტრი, speqtri.ge) ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში მიმართა. თუკი ორგანიზაცია აღნიშნულ განაცხადზე თანხმობას მიიღებს, სულ მალე იორმუღანლოს თემში სათემო რადიო იფუნქციონირებს.
ამ საკითხზე სპექტრმა აღნიშნულ თემში ჩაატარა კვლევა როგორც  სპეციალისტების მიერ შედგენილი კითხვარების, ასევე  ვიდეოგამოკითხვის საშუალებით. გამოკითხულთა 100% ამბობს, რომ მათ დასახლებაში სათემო რადიო აუცილებელია. 58% მიიჩნევს, რომ გადაცემები უნდა მომზადდეს ქართულ ენაზეც.ჟურნალისტთა ასოციაცია “მეცენატის” წევრები და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში მცხოვრები ახალგაზრდა აქტივისტები მუშაობის სპეციფიკის გაცნობის მიზნით 15 მარტს რადიო “მარნეულს” ეწვივნენ. 

რადიო მარნეულის თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში დეტალურად უხსნიდნენ სტუმრებს რადიოს მნიშვნელობას, თემის მოსახლეობის ინფორმირებისთვის. ჩაწერეს პირველი გადაცემაც ბაირამობის დღესასწაულის შესახებ.

როგორც იოლჩუ სულეიმანოვი ამბობს, დარწმუნდა, რომ მათთვის რადიომაუწყებლობას ბევრი სასიკეთო ცვლილების მოტანა შეუძლია.
“ძალიან მომეწონა აქაური გარემო. რა თქმა უნდა, ყველაფერს სწავლა სჭირდება. თუმცა, ვფიქრობ, არც ისე რთულია, რომ ვერ შევძლოთ. რაც მთავარია, ჩვენი მეგობრები მზად არიან, გამოცდილება გაგვიზიარონ. ჩვენც მზად ვართ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. მივცეთ მოსახლეობას საშუალება, რომ გაიგონ საქართველოში რა ხდება.”

ვინ ვართ ჩვენ

შემოქმედებითი ჯგუფი:
მაია ყალაბეგაშვილი
ნატალია ბარბაქაძე
კონსტანტინ სტალინსკი