ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამომრჩევლებთან ურთიერთობისას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით.

ხვალ იორმუღანლოს თემის სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები შეღავათებით ისარგებლებენ

ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმ ამომრჩევლების საყურადღებოდ, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, მათი რეგისტრაცია ძალადაკარგულია ან მისამართი არ არის მითითებული. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა და მედიის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებული რეგულაციები გააცნო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

თუკი ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულები არ გაკმაყოფილებთ და მიგაჩნიათ, რომ ამა თუ იმ საგანში საგამოცდო ტესტი იმაზე უკეთ დაწერეთ, ვიდრე შეგაფასეს, შეგიძლიათ გაასაჩივროთ.

გრიგოლ ვაშაძე იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. როგორც შეხვედრაზე მყოფმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ 10 სხვა პარტიასთან გაერთიანდა და დაასახელა პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება

საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 28 ოქტომბერი გადაწყდა. ამის შესახებ მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

2 აგვისტოს სოფელ დუზაგრამაში ელექტროენერგია გაითიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

28 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

საგარეჯოელი ახალგაზრდა ნადირობისას დაიღუპა; სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს; პირველად კახეთში ხილის ფესტივალი გაიმართება – ვრცლად ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ მოისმინეთე 28 ივლისის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში, ნატალია ბარბაქაძესთან ერთად.

ატმოსფერული ჰაერის ახალი სტანდარტი საქართველოში

2018 წლის 1 აგვისტოდან ქვეყანაში ჰაერის ხარისხის ევროპული სტანდარტები ინერგება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასება მოხდეს თანამედროვე ევროპული სტანდარტების გამოყენებით.

სპორტულ კლუბ „იაგუარს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ტატამს გადასცემს [Audio]

სპორტული კლუბი იაგუარი უკვე 5 წელია რაც ჩამოყალიბდა, დღეისათვის იორმუღანლოს თემის, სოფელ ლამბალოს სკოლის დარბაზში აქტიურად ვარჯიშობს და წარმატებებიც აქვს. მწვრთნელის იბრაჰიმ მამედოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სავარჯიშოდ არც ტატამი აქვთ და არც შესაბამის რაოდენობის ე.წ. „გრუშა“, მათ გუნდში მაინც … Continued

,, ზაფხულის გარეჯული საღამოები“ – ფესტივალი საგარეჯოში [Photos]

საზაფხულო ფესტივალის ,,ზაფხულის გარეჯული საღამოების“ მეორე დღე მაყურებელისთვის მეტად მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. საგარეჯოს ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი იყო ქართველი პოეტებისა და მწერლების შემოქმედება, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქ. საგარეჯოს ოთხივე საჯარო სკოლის მოსწავლეები. აქ შესაძლებელი იყო მოგესმინათ გენიალური ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის … Continued

21 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია; ქრთამის აღების ფარქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს; თელავში ნაფიც მსაჯულთა სხდომათა დარბაზი გაიხსნა; საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი, ამ და სხვა საინტერესო ამბების შესხებ მოისმინეთ 21 ივლისის შემაჯამებლ საინფორმაციო გამოშვებაში ნატალია ბარბაქაძესთან ერთად.

14 ივლისის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

თელავში ვერტმფრენის ავარიული დაშვებისას დაშავებულები საავადმყოფოებში რჩებიან; იორმუღანლოს თემში ბაღების მშენებლობა იგეგმება; საგარეჯოს მუნიციპალიტეტიში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა;

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 18 ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა

მიმდინარე წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 პროექტი დაფინანსდა. განხორციელდება მარჯანიშვილის, მამისაშვილის (პირველი და მესამე შესახვევი), ჩოლოყაშვილის, თავისუფლებისა და ლესელიძის ქუჩების რეაბილიტაცია, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 332 500 ლარი დაიხარჯება, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან – 17 500.

მეოთხე კლასის მოსწავლეებს გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ – აქცია იორმუღანლოში [Audio]

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი კარავში ჩაუტარდათ. მშობლები და მოსწავლეები პედაგოგ თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

დღეს იორმუღანლოში კარვების აქცია გაიმართება

დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები კარვების აქციას გეგმავენ. ამის შესახებ speqtri.ge-ს სკოლიდან გათავისუფლებულმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმა თეა გურგენიძემ განუცხადა.

19 მაისს სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება

მიმდინარე წლის 19 მაისს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, ჩიჩხატურის კოშკთან, სახალხო დღესასწაული „გარეჯობა“ გაიმართება.

იორმუღანლოში “ვივამედის” მორიგი  უფასო აქცია გაიმართება

პარასკევს 30მარტს, 10:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრისტერიტორიაზე, ოფისის შენობაში, მეორე სართულზე გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია.

რადიო „ივრისში“ საგარეჯოს მერისა და იორმუღანლოელი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ერბწონაშვილი, იორმუღანლოს თემის იმ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც PH International-ის და ჟურნალისტთა ასოციაცია – საზოგადოებრივ განვითარების კავშირ “მეცენატის” ერთობლივ პროექტში არიან ჩართული.

„მერების შეთანხმების“ პროგრამას საგარეჯოც შეუერთდა [Audio]

კახეთის რეგიონის 7 მუნციპალიტეტეტის მერია შეუერთდა ევროკავშირის პროგრამას – “მერების შეთანხმება – აღმოსავლეთი“. ესენია, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი, ყვარელი და ახმეტა.

იორმუღანლოში „ვივამედის“ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა [Audio]

დღეს იორმუღანლოში, ბაზრის ტერიტორიაზე, თემის მოსახლეობისთვის სამედიცინო აქცია გაიმართა. მათ უფასოდ მოემსახურნენ კლინიკა ” ვივამედის” კვალიფიციური ექიმები:

კლინიკა ვივამედის უფასო სამედიცინო აქცია იორმუღანლოში

პარასკევს,16 მარტს, 10:00 საათზე, იორმუღანლოს ბაზრის ტერიტორიაზე, ოფისის შენობაში, მეორე სართულზე გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ოფთალმოლოგის და ოტოლარინგოლოგის კონსულტაცია.

რადიოს მსოფლიო დღე და “ივრისის“ მნიშვნელობა იორმუღანლოს თემში

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. ამ დღის დაწესება ესპანეთის შემოთავაზება იყო, რომელიც იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა.