მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

უმრავლესობა ფიქრობს, რომ საშუალო და დაბალ ეკონომიკურ საფეხურზეა- NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ის საშუალო ეკონომიკურ საფეხურზეა.

რომელ კოსმეტიკურ საშუალებებში აღმოჩნდა აკრძალული ნივთიერებები

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმის 5 ნიმუშში დაფიქსირდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში. გთხოვთ არ მოიხმაროთ იმ პარტიის ნიმუშები, რომლებშიც მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. აღნიშნულ მიმართვას momxmarebeli.ge ავრცელებს.

აფენის თემში 27 ოქტომბერს შუალედური არჩევნები გაიმართება

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ლაგოდეხის, ადიგენისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

9 სექტემბერს კახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

7 სექტემბრის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება [Audio]

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულოა აპელაციისთვის გადახდილი თანხა აბიტურიენტებს ოქტომბრამდე დაუბრუნდებათ ეს და სხვა საინტერესო სიახლეები მოისმინეთ 7 სექტემბრის შემაჯამებელ საინფორმაციო გამოშვებაში

ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგარეჯოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-გივი მეტრეველმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ-გიორგი ერბოწონაშვილთან, მოადგილებთან-ალექსი გილაშვილთან და შოთა კაკაბაძესთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა გაიზრდება

სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდას ვგეგმავთ – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ეპიზოდების თბილისში მიმდინარე გადაღებებთან დაკავშირებით, ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება.

ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

კახეთში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე 3 სექტემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.

კლუბ იაგუარის სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან [Audio]

იორმუღანლოს თემში არსებულ კლუბ იაგუარის სპორტსმენები ელვინ ქაზუმოვი და თეიმან გაჯიევი კიკბოქსინგში აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან. ტურნირში სულ შვიდი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

6 სექტემბერს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე შოთა ჭანუყვაძე 36 წლის ზურაბ ბერიკაშვილმა ჩაანაცვლა.

თანხა, რომელიც აბიტურიენტებმა აპელაციისთვის გადაიხადეს ოქტომბრამდე დაუბრუნდებათ

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ (მოემატათ ან დააკლდათ) შეფასება, განაცხადის საფუძველზე აპელაციისთვის გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს ელექტროენერგია გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. 12:00-დან 14:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურს. 08:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: გომბორს, ვერონას,რუსიანს, სასადილოს, ასკილაურს, გორანას და იკვლივგორანას. 09:00-დან.10:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევს. 11:30-დან 17:00 საათამდე სოფლებს: … Continued

გარემოსდამცველებმა კახეთში უკანონო ნადირობის 5 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სეზონის გახსნიდან დღემდე, უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა.

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრი კი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა ყველა ორგანიზაციისთვის სავალდებულო გახდა

პირველი სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონი ვრცელდება ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე და ამ საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ორგანიზაციაზე.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნა.