დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელი გზის რებილიტაცია დაიწყო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის გზის 13.3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.

არხის რეაბილიტაციის შემდეგ საგარეჯოში დამატებით 465 ჰექტარი მიწის მორწყვაა შესაძლებელი

posted in: სიახლე | 0

კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია განხორციელდა.

ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სოფელ ბადიაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძე აღკვეთი ღონოსძიების სახით კვლავ პატიმრობაში დატოვა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგია გაეთიშება გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

როგორ ეხმარება სახელმწიფო ფერმერებს მეურნეობის გაფართოებაში [Audio]

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის სოფელ მუღანლოში მცხოვრები ვალეჰ ჯამალოვის მეურნეობის ძირითადი მიმართულება მეფრინველეობაა. 4 წლის წლის წინ ინდაურების ფერმა მოაშენა, თუმცა, შარშან 400 ფრთა ჭირმა გაუწყვიტა და მოუწია საქმე ნულიდან კიდევ ერთხელ დაეწყო.

კახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. 06:00-დან 15:00საათამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებს: შაშიანს, ვაჩნაძიანს, კახიფარს და კალაურს. 15:00-დან 18:30 საათამდე ქალაქ საგარეჯოს ცენტრალურ ნაწილს 1182 აბონენტს. 15:00 -დან 17:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმს. სამუშაოების … Continued

ქარსაფარი ზოლის გაშენებისთვის ინიციატივა ფერმერებმა უნდა წარადგინონ

კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში

17 ივნისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე სტარტი აიღო მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი ფეხბურთში.

ლევან თედიაშვილის და უშანგი კუზანაშვილის სახელობი ტურნირი კაკაბეთში

14 ივლისს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, ლეგენდარული ქართველი სპორტსმენის – ლევან თედიაშვილის და მსოფლიო ჩემპიონის – უშანგი კუზანაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა.

კახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია გაეთიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს. 11:00 -დან 12:00 საათამდე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმს. 09:30-დან 15:30 საათამდე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: თელას, ნაინდროვალს და ყარაჯალას. 11:00-დან 15:00 საათამდე ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანს. სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება … Continued

ხვალ კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია შეუწყდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ესეების კონკურსს აცხადებს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია სკოლის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე – „მეგობარი ქვეყნები- საქართველო და ლიეტუვა“.

ხვალ დუზაგრამაში ელექტროენერგია გაითიშება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

კახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 447 ფაქტი გამოვლინდა

2019 წლის 1 იანვრიდან 30 მაისის ჩათვლით გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 447 ფაქტი კახეთში დააფიქსირეს.

ფერმერებმა ჩაილურში აქცია გამართეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაილურში ფერმერებმა და მევენახეებმა აქცია გამართეს. ისინი მათ მიერ წარმოებული პროდუქციის შეუფერხებლად რეალიზაციას და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

პირადობის მოწმობის უფასოდ აღების აქცია დაიწყო

მოქალაქეების გარკვეული კატეგორია პირადობის მოწმობას უფასოდ აიღებს. აქცია პირველ ივლისს დაიწყო და 2020 წლის პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

ახალგაზრდული ბანაკი პატარძეულში

28 ივნისს, სოფელ პატარძეულში, გოგლა ლეონიძის სახლ-მუზეუმში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ინიციატივით, ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.

მდგრადი ენერგეტიკის დღე საგარეჯოში

ევროპის ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში მდგრადი ენერგეტიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება დღეს საგარეჯოშიც გაიმართა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის-გიორგი ერბოწონაშვილის ინიციატივითა და მერიის ორგანიზებით, ჩატარდა ველოტური და მცირე მასშტაბიანი ექსკურსია სახელწოდებით – “აირჩიე მწვანე-ჯანსაღი მომავლისთვის!“

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან პირველი ივ­ლი­სის ჩათ­ვლით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნად და­იკ­ლებს.

საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება

მიმდინარე წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 12 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება. ამის შესახებ speqtri.ge-ს ადგილობრივ თვითმმართველობაში განუცხადეს.

საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

“ნუ წაართმევ ბავშვობას” – შსს საინფორმაციო კამპანიას იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და პოლიციისთვის დროული შეტყობინების საკითხებზე საინფორმაციო კამპანიას სახელწოდებით „ნუ წაართმევ ბავშვობას“ იწყებს.