სერიოზული დარღვევები, რაც გაყალბების ნიშნებს შეიცავდა, არ ყოფილა – მარეხ მგალობლიშვილი [Audio]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) წარმომადგენლებმა, რომლებიც არჩევნებს კახეთის სამ ოლქში: გურჯაანში, თელავსა და ყვარელში აკვირდებოდნენ, შესაბამის საოლქო კომისიებში სულ 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც შემაჯამებელ ოქმებს ეხება. მათგან სამი საჩივარი დაწერეს N11 გურჯაანის საოლქო კომისიაში, 2 საჩივარი- N17 თელავის საოლქო … Continued

სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში,იორმუღანლოს თემის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა. მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, მკვლელობა ვალის გამო მოხდა.

ბიულეტენზე სათემო რადიო “ივრისის” ჟურნალისტი თოზუ გულმამედოვა “შემოხაზეს “- საარჩევნო კურიოზები [Photo]

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, ისევე როგორც სხვა წლებში, ზოგიერთმა ამომრჩეველმა ბიულეტენებზე საინტერესო და იუმორისტული მინაწერი გააკეთა.

კახეთის ყველა ოლქში მერის არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატმა მოიგო

კახეთის რეგიონის 8 საარჩევნო ოლქში ხმები უკვე დათვლილია. მერის არჩევნები ყველა ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა საკმაოდ მაღალი პროცენტით მოიგო და შესაბამისად, მეორე ტური არ იქნება. როგორც მერის, ისე პროპორციულ არჩევნებში კახეთის ყველა ოლქში ქართული ოცნება ლიდერობს.

რომელმა პარტიებმა გადალახეს 4%-იანი ზღვარი კახეთში?

საკრებულოში მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ბარიერი 4%-ია. კახეთის ოლქებში აღნიშნული ზღვარი ყვარლისა და ახმეტის გარდა, ოთხმა პარტიამ გადალახა.

კახეთში ყველაზე დაბალი აქტივობა საგარეჯოში დაფიქსირდა, ყველაზე მაღალი კი – ყვარელში [Audio]

21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კახეთის საარჩევნო ოლქებში ყველაზე მაღალი აქტივობა ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი -საგარეჯოში.

6 საჩივარი კახეთის საოლქო კომისიებში [Audio]

კახეთის 8 საოლქო საარჩევნო კომისიაში სულ 6 საჩივარი დაიწერა. მათგანი 2 საჩივარი შევიდა ლაგოდეხის საოლქო კომისიაში. თავმჯდომარე, მარიკა გიორგაძის თქმით, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა. 

მესამე პირები ამომრჩევლის პირად ინფორმაციას აგროვებდნენ – საია [Audio]

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არჩევნებს კახეთის სამ ოლქში აკვირდება. ესენია: გურჯაანი, თელავი და ყვარელი. როგორც საიას თელავის ოფისის ხელმძღვანელი მარეხ მგალობლიშვილი ამბობს, ამ დროისთვის ორგანიზაციას დაფიქსირებული აქვს 5 შენიშვნა, რომელიც ძირითადად საკონტროლო ფურცლის არასწორ შევსებას ეხება.

ევროპული საქართველოს წარმომადგენელი პარტიის მითითებას აკრიტიკებს [Audio]

№12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის 46 უბანი 7 საათზე გაიხსნა. კომისიის თავმჯდომარე მანანა გოგაშვილმა წილისყრის პროცედურები ჩაატარა და ფუნქციები გადაანაწილა, თუმცა გადასატანი ყუთის ზედამხედველად წილისყრაში მონაწილეობა არ მიიღო ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს

თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 3 442 455 ამომრჩეველს აქვს, აქედან 54% ქალია, 46% კი კაცი. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღე მიულოცეს [Photo]

მასწავლებლის საერთაშორისო  დღესთან დაკავშირებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ინიციატივით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დამსახურებულ პედაგოგებს გამგეობისგან საჩუქრად ტკბილეულით სავსე კალათები გადაეცათ.

“მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის” – შეხვედრა პატარძეულში [Photo]

9 ოქტომბერს, სოფელ პატარძეულში, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში პროექტის “მწერლები ევროპული ღირებულებებისთვის” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც რატი ამაღლობელი, ლაშა ბუღაძე და დათო ტურაშვილი ესწრებდნენ.

ვინ არიან მერობის კანდიდატები კახეთში

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგისტრირებული მერობის კანდიდატთა სია გამოაქვეყნა. საგარეჯოში მერობის 4 კანდიდატია, გურჯაანში-10, სიღნაღში-6, დედოფლისწყაროში-5, ლაგოდეხში-5, ყვარელში-5, თელავში-10, ხოლო ახმეტაში რვა.

თელავში კანდიდატად ცხვარი წარადგინეს [Audio]

ჟურნალისტმა მაკა მოსიაშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის ყოფილმა სპეციალისტმა არჩილ მჭედლიშვილმა, დღეს თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება გააპროტესტეს.  ამის სადემონსტრაციოდ, მათ თელავის მერობის კანდიდატად ცხვარი “წარადგინეს.”

SƏSVERMƏ PROSESİ

SƏSVERMƏ SEÇKİ GÜNÜ SAAT 8:00-DAN 20:00-ADƏK KEÇİRİLİR SEÇİCİ AXININI TƏNZİMLƏYƏN • Seçki məntəqəsinə gələn seçicilərin axınını tənzimləyir; • Seçicilərdən şəxsiyyətini təsdiq edən sənədi təqdim etməsini tələb edir, əks halda seçicini səsvermə məntəqəsinə buraxmır; • Ultrabənövşəyi fənərlə seçicinin dırnağının işarələnib-işarələnmədiyini yoxlayır. … Continued

განათლება, გზა, წყალი – მუღანლოსა და წიწმატიანის მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს [Audio]

დაზიანებული გზა, სასმელი წყალი, საძოვრის პრობლემა და განათლება – ეს ის საკითხებია, რაზეც იორმუღანლოს თემის სოფელ წიწმატიანსა და მუღანლოში მცხოვრები მოსახლეობა საუბრობს.

ამომრჩევლის უფლებები, მოვალეობები და აკრძალვები [Audio]

2017 წლის 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, იმისთვის, რომ მოქალაქემ გაცნობიერებული არჩევანი გააკეთოს, აუცილებელია კარგად იცოდეს თავისი უფლება-მოვალეობები. აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი ირმა პავლიაშვილი გვესაუბრა.

DEMOKRATİK DÖVLƏTDƏ SEÇKİLƏRİN ROLU VƏ ƏHƏMİYYƏTİ

Seçkilər demokratik idarəetmənin mərkəzi mexanizmidir ki, bunun vasitəsilə də dövlət xadimləri vətəndaşlar qarşısında hesabat verəcək şəxsə çevrilirlər. Seçki institutunu tez-tez demokratiyanın ölçüsü adlandırılar. Demokratik dövlətlərdə seçkilər vətəndaşların siyasi bərabərliyi və dövlət vəzifəsinə seçilmə hüququ bərabərliyi, eləcə də onların səslərinin bərabər … Continued

რა პრობლემები აქვს მოსახლეობას ქეშალოსა და ლამბალოში [Audio]

როგორც იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოსა და ქეშალოს მცხოვრებლები ამბობენ, მათთან გზისა და სასმელი წყლის პრობლემაა. ჰამბულაჰ ალიევი ამბობს, რომ მათი უბანი სკოლიდან შორსაა და იქ მცხოვრებ ბავშვებს უტრანსპორტობის გამო, სიარული უჭირთ, ამას ემატება ისიც, რომ გზა ძალიან ცუდია.

სოფლის გარშემო საძოვარი რაც იყო, გაყიდულია – დუზაგრამისა და პალდოს მოსახლეობა პრობლემებზე საუბრობს [Audio]

სახნავ-სათესი მიწები, საძოვრები, გზა, სასმელი წყალი, სპორტული დარბაზები, კერძო საკუთრების დაკანონება- ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც პალდოსა და დუზაგრამის მოსახლეობა ითხოვს.

წყალს სამი კილომეტრიდან ვეზიდებით – რას ითხოვს კაზლარისა და თულარის მოსახლეობა [Audio]

იორმუღანლოს თემის სოფელ კაზლარისა და თულარის მოსახლეობას არაერთი პრობლემა აწუხებს, თუმცა, ჩვენს შეკითხვაზე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უნდათ, რომ პირველ რიგში მოგვარდეს, მაინც წყალსა და გზას ასახელებენ.

წელს სტუდენტი 28176 აბიტურიენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2017 წელს სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გააკეთა.

სოფელ მანავსა და მსხალგორში ხანძარი ლოკალიზებულია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს.